LIVE

სებ-ის საბჭოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 8 კანდიდატი შეირჩა

05 აპრ 202318:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
სებ-ის საბჭოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 8 კანდიდატი შეირჩა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 8 კანდიდატი შეირჩა. მათთან გასაუბრებები მომავალ კვირას იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა და მათი განხილვის ეტაპი დასრულებულია. 

გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად, ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველებს განაცხადის წარდგენა 15 მარტამდე შეეძლოთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა. ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო შეარჩევს თავისი მოქმედი წევრებიდან. ამჟამად მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი.

გასულ თვეში პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მყოფმა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა არ უპასუხა შეკითხვას მონაწილეობს თუ არა ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში.