Forbes-ის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების უახლესი სიის თანახმად, საშუალო მილიარდერის ასაკი 65 წელია, თუმცა წლოვანება დიდი ქონების ფლობის მოთხოვნა და საფუძველი არაა. მსოფლიოს 15 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 30 წელზე ნაკლები ასაკისაა.
2 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს - კლემენტ დელ ვეკიოსა და კიმ იუნგ-იუნის - ჯერჯერობით 20 წლისთვისაც არ მიუღწევიათ. ორივე თინეიჯერის მამები ცნობილი ბიზნესმენები - ლეონარდო დელ ვეკიო და კიმ იუნგ-ჯუ - იყვნენ. ორივე მათგანი გასულ წელს გარდაიცვალა და შვილებს კომპანიებში მსხვილი წილები დაუტოვეს.
დელ ვეკიო მიმდინარე წლის მაისში 19 წლის გახდება და დიდ ქონებას მიიღებს კომპანია Delfin-სგან, რომელსაც მსხვილი წილები გააჩნია სათვალის მწარმოებელ Luxottica-ში. ბევრად ნაკლებია ცნობილი კიმ იუნგ-ჯუზე, რომლის მამაც იაპონურ-კორეული ონლაინ თამაშების კომპანია Nexon-ის მეპატრონე იყო.
ახალგაზრდა მილიარდერებს შორის ყველაზე მდიდარი Red Bull-ის მომავალი მფლობელი მარკ მატეშიცია, რომლის ქონება მიახლოებით $34,7 მილიარდია. მისი მამა დიტრიხ მატეშიციც გასულ წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.
მსოფლიოს 15 ყველაზე ახალგაზრდა მდიდარი ადამიანიდან 11-მა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. მხოლოდ 4 მათგანია თვითშემდგარი მეწარმე. მათ შორისაა ბენ ფრენსისი, ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის, Gymshark-ის მფლობელი. კომპანია ფრენსისიმ 2012 წელს დააარსა. მაშინ იგი მხოლოდ 19 წლის იყო.
ასევე აღსანიშნავია პალმერ ლუკი, რომელმაც თავისი სტარტაპი მიჰყიდა Facebook-ს და წარმატებული თავდაცვითი ტექნოლოგიის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. ორივე ახალგაზრდა მილიარდერების რიგების ახალი წევრია. სიაში სულ 9 ახალი სახელი და გვარია.
15 ახალგაზრდისაგან შემდგარი უმდიდრესი ადამიანების საერთო ქონება ჯამში $64 მილიარდია, $10 მილიარდით მეტი, ვიდრე 2022 წელს. ამის საფუძველი უმთავრესად მატეშიცის უდიდესი მემკვიდრეობაა.
აღნიშნული ჯგუფი მსოფლიოს 2640 მილიარდერის 0.6%-ს წარმოადგენს.
Forbes-ის უმდიდრესი ახალგაზრდების სია ასეთია:
ბენ ფრენსისი
ასაკი: 30 | მოქალაქეობა: გაერთიანებული სამეფო | სიმდიდრის წყარო: Gymshark | წმინდა ქონება: $1.2 მილიარდი
პალმერ ლუკი
ასაკი: 30 | მოქალაქეობა: აშშ | სიმდიდრის წყარო: ვირტუალური რეალობა, თავდაცვის კონტრაქტები | წმინდა ქონება: $1,7 მილიარდი
მარკ მატეშიცი
ასაკი: 30 | მოქალაქეობა: ავსტრია | სიმდიდრის წყარო: Red Bull | წმინდა ქონება: $34,7 მილიარდი
მიხალ სტრნადი
ასაკი: 30 | მოქალაქეობა: ჩეხეთი | სიმდიდრის წყარო: იარაღი | წმინდა ქონება: $2 მილიარდი
გუსტავ მაგნარ ვიცო
ასაკი: 29 | მოქალაქეობა: ნორვეგია | სიმდიდრის წყარო: თევზსაშენი მეურნეობა | წმინდა ქონება: $2,7 მილიარდი
რაიან ბრესლოუ
ასაკი: 28 | მოქალაქეობა: აშშ | სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია | წმინდა ქონება: $1,1 მილიარდი
ლეონარდო მარია დელ ვეკიო
ასაკი: 27 | მოქალაქეობა: იტალია | სიმდიდრის წყარო: Luxottica | წმინდა ქონება: $3,5 მილიარდი
კატრინა ანდრესენი
ასაკი: 27 | მოქალაქეობა: ნორვეგია | სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები | წმინდა ქონება: $1,5 მილიარდი
ვანგ ზელონგი
ასაკი: 26 | მოქალაქეობა: ჩინეთი | სიმდიდრის წყარო: პიგმენტის წარმოება | წმინდა ქონება: $1,4 მილიარდი
ალექსანდრა ანდრესენი
ასაკი: 26 | მოქალაქეობა: ნორვეგია | სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები | წმინდა ქონება: $1,5 მილიარდი
ლუკა დელ ვეკიო
ასაკი: 21 | მოქალაქეობა: იტალია | სიმდიდრის წყარო: Luxottica | წმინდა ქონება: $3,5 მილიარდი
კიმ იუნგ-იუნი
ასაკი: 21 | მოქალაქეობა: სამხრეთ კორეა | სიმდიდრის წყარო: ონლაინ თამაშები | წმინდა ქონება: $1,7 მილიარდი
კევინ დევიდ ლემანი
ასაკი: 20 | მოქალაქეობა: გერმანია | სიმდიდრის წყარო: აფთიაქები | წმინდა ქონება: $2,3 მილიარდი
კიმ იუნგ-იუნი
ასაკი: 19 | მოქალაქეობა: სამხრეთ კორეა | სიმდიდრის წყარო: ონლაინ თამაშები | წმინდა ქონება: $1,7 მილიარდი
კლემენტ დელ ვეკიო
ასაკი: 18 | მოქალაქეობა: იტალია | სიმდიდრის წყარო: Luxottica | წმინდა ქონება: $3,5 მილიარდი