LIVE

Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება $4.9 მლრდ-მდე გაიზარდა

05 აპრ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 510
Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება $4.9 მლრდ-მდე გაიზარდა

Forbes-ის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4.8 მილიარდიდან $4.9 მილიარდამდე გაიზარდა

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2022 წლის დეკემბერში Credit Suisse-მა ივანიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით $210 მილიონი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ორი თვის უკან Bloomberg-მა გაავრცელა. მაშინ შვეიცარიული ბანკის სპიკერმა თქვა, რომ ეს თანხა ბანკმა ჯამში, დროთა განმავლობაში, მოსარჩელეს სასამართლო პროცესებისთვის  გადაურიცხა. 

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ივანიშვილის ქონება კიდევ უფრო მეტს, $5.95 მილიარდს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 407-ე ადგილზეა. 

2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ $200 მილიონს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს. 

ივანიშვილის პროფაილი მის ციტატასაც მოიცავს: "ადამიანს მილიარდები არ სჭირდება, 200 მილიონიც საკმარისია, ამის შემდეგ უკვე სპორტია".

Forbes-ის მილიარდერების სიაში კიდევ ერთი ქართველი მიხეილ ლომთაძეა. 2022 წლიდან 2023 წლამდე მისი ქონება $1.9 მილიარდიდან $3.7 მილიარდამდე გაიზარდა