
Dogecoin-ის ფასი 30%-ით, 10 ცენტამდე გაიზარდა, მას შემდეგ რაც Twitter-ის მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ პლატფორმის ლოგოზე ჩიტის გამოსახულება მონეტის სიმბოლომ, შიბა ინუმ ჩაანაცვლა.
ლოგოს ჩანაცვლებით, მასკი გამოეხმაურა ძველ ხუმრობას, როდესაც ერთმა მომხმარებელმა მას ურჩია, რომ ეყიდა Twitter და ჩიტის გამოსახულება ძაღლით შეეცვალა.
"როგორც დაგპირდით", - დაწერა მასკმა.
As promised pic.twitter.com/Jc1TnAqxAV
Dogecoin 2013 წელს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების მიერ ხუმრობით შეიქმნა.
ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის $44-მილიარდიანი გარიგება გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაასრულა, რის შემდეგაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მასკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოების და ბიზნესის კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა.
მასკი მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია. Bloomberg-ის მიხედვით, რომლის პირადი ქონება $178 მილიარდია.