
იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია Toyota სანქტ-პეტერბურგის ქარხანას რუსეთის სახელმწიფოს ქვეშ არსებულ გაერთიანება NAMI-ის გადასცა. ამრიგად, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსულ ბაზარს კიდევ ერთი უცხოური ავტომწარმოებელი ტოვებს.
“Toyota-ს საწარმოო ობიექტი სანქტ-პეტერბურგში სახელმწიფოს გადაეცა”, - ნათქვამია რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
Toyota-მ ჯერ კიდევ გასულ სექტემბერს განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა ავტომობილების წარმოების შეჩერება რუსეთში: “Toyota ადასტურებს, რომ ავტომობილების ქარხანა რუსულ კომპანია NAMI-ის გადაეცა”,- განაცხადა იაპონურმა ფირმამ.
აღნიშნული ქარხანა Camry-სა და RAV4-ის მოდელებს რუსეთში 2005 წლიდან აწარმოებდა. 2021 წელს ქარხანაში 80 000-ზე მეტი ავტომანქანა დამზადდა.
აქამდე NAMI-მ, როგორც რუსეთის ავტომობილებისა და ძრავების კვლევებისა და განვითარების ცენტრალურმა ინსტიტუტმა რუსეთში, უკვე გადაიფორმა Renault-სა და Nissan-ის ქარხნები.
ფრანგულმა Renault-მა თავისი წილების უდიდესი ნაწილი რუსულ კომპანია Avtovaz-ს სიმბოლურ ფასად, სულ რაღაც 1 რუბლად მიჰყიდა. Nissan-ის აქტივებში NAMI-მ ასევე ერთი ევრო გადაიხადა.