LIVE

ნიდერლანდების მუზეუმში ალექსეი ნავალნის ციხის საკნის ასლი გამოფინეს

31 მარ 202319:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 354
ნიდერლანდების მუზეუმში ალექსეი ნავალნის ციხის საკნის ასლი გამოფინეს

ნიდერლანდების ერთ-ერთ მუზეუმში კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხის საკნის ასლი გამოფინეს. გამოფენა სახელად “Silenced” (დადუმებულნი) პოლიტიკურ პატიმრებს ეძღვნება.

ნავალნი წამყვანი რუსი ოპოზიციონერი ფიგურაა, რომელიც 2020 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იბრძოდა. პოლიტიკოსის მოწამვლასა და მის გამოჯანმრთელებაზე გერმანიაში ფილმი სახელად “ნავალნი” გადაიღეს, რომელმაც 2023 წელს საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ოსკარი დაიმსახურა. 

2021 წელს, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, ნავალნი დააპატიმრეს. ამჟამად იგი 9-წლიან სასჯელს იხდის: “იურისტების გარდა მას ვერავინ ნახულობს და ურეკავს”, - განაცხადა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, რომელიც პოლიტიკური პატიმრებისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას დაესწრო. 

მან ასევე განაცხადა, რომ ნავალნის ციხის პირობები ავტორიტარული ხელისუფლების სტანდარტებისთვისაც კი ზედმეტად მკაცრია: ოპოზიციონერ პატიმარს არ ახვედრებენ ექიმს; მის საკანს არ აქვს ვენტილაცია და თბილი წყალი; იგი ყველასაგან იზოლირებულია. ამასთან, გარდა ერთი წიგნის, ფინჯნის და კბილის ჯაგრისისა, ნავალნის ეკრძალება პირადი ნივთების ქონა. 

სლოტ ლოვეშტეინის მუზეუმის დირექტორის, ედ დუმრეზის, განცხადებით XIV საუკუნის ციხეც კი ნიდერლანდებში ბევრად უფრო უკეთესი იყო, ვიდრე ნავალნის საკნის პირობებია.