LIVE

გერმანიაში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა

30 მარ 202317:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
გერმანიაში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა

გერმანიაში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროპის უდიდეს ეკონომიკაში მარტში სამომხმარებლო ფასები, წლიურად 7.4%-ით გაიზარდა.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 7.8% შეადგინა, რაც თებერვლის 9.3%-თან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

Bloomberg-ის თანახმად, შემცირებული ინფლაცია მაინც აღემატება ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ 7.5%-ს. მსგავსი მოლოდინი ჰქონდათ Reuters-ის მიერ გამოკითხულ ეკონომისტებსაც.

ფედერალური სტატისტიკური სააგენტოს Destatis-ის თანახმად, ინფლაციის შენელების მიზეზი ძირითადად ბუნებრივი აირის ხარჯების კლებაა. 

დღესვე ესპანეთის ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მეტად, 3.3%-მდე შემცირდა. თუმცა, ესპანეთის საბაზო ინფლაცია, რომელიც ენერგეტიკისა და საკვების ფასებს გამორიცხავს, კვლავ მაღალია და წლიურ 7.5%-ს შეადგენს.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, თებერვალში ევროზონის წლიურმა ინფლაციამ 8.5% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იანვართან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია, ის მაინც ბევრად აღემატება 2%-იან სამიზნეს. 

ამის გამო, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB)-მა გასულ კვირას პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთად 3% განისაზღვრა.