LIVE

რა უნდა იცოდეთ თუ პარიზში მოგზაურობას საპროტესტო აქციებისა და გაფიცვის დროს გეგმავთ

25 მარ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
რა უნდა იცოდეთ თუ პარიზში მოგზაურობას საპროტესტო აქციებისა და გაფიცვის დროს გეგმავთ

საპროტესტო აქციები და გაფიცვები მთელს საფრანგეთსა და მის დედაქალაქ პარიზში მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ კანონპროექტი დააჩქარა. პროტესტის ნიშნად, მოეწყო დემონსტრაციები, გაუქმდა ფრენები და ქუჩაში ტონობით ნაგავი დაგროვდა.

რას ნიშნავს ეს მათთვის, ვინც უახლოეს დღეებში პარიზში ან საფრანგეთში მოგზაურობას გეგმავს? "ბიზნეს ფორმულა" გთავაზობთ პასუხებს საკითხზე, რაც ამ შემთხვევაში, უნდა იცოდეთ. 

რა გახდა პროტესტისა და გაფიცვის მიზეზი?

გაფიცვებსა და საპროტესტო აქციებს მართავენ ფრანგები, რომლებსაც არ მოსწონთ საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდა. პრეზიდენტ მაკრონის მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტში ფაქტობრივად კენჭისყრის გარეშე გაიტანა. ამ ნაბიჯმა საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაზარდა. 

რომელი სექტორის თანამშრომლები გაიფიცნენ?

გაფიცვას საჯარო სექტორის ბევრი თანამშრომელი მიმართავს. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ნაგავი გააქვთ, მასწავლებლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმომადგენლები. საჰაერო მოძრაობის კონტროლიორების გაფიცვის გამო, გაუქმდა ფრენების ნაწილი. 

გარკვეულ პერიოდში, გაფიცვა შესაძლოა გავლენას ახდენდეს მეტროს და მუზეუმების მუშაობაზე. 

უსაფრთხოა თუ არა პარიზში ვიზიტი?

ოფიციალური უწყებები საფრანგეთში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაციას არ გასცემენ.  

გაერთიანებული სამეფო მოქალაქეებს ურჩევს, რომ საფრანგეთში გამგზავრების წინ, გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

"უნდა შეამოწმოთ ახალი ამბები, გამგზავრებამდე მიიღოთ უახლესი რჩევები ოპერატორებისგან, მოერიდოთ დემონსტრაციებს და გაითვალისწინოთ ადგილობრივი ხელისუფლების რჩევები", - ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე.

რას უნდა ელოდოთ, თუ პარიზს ამ კვირაში ესტუმრებით?

ძირითადად, მოსალოდნელია, რომ მგზავრობა შეფერხდეს. ზოგ შემთხვევაში რეისები იგვიანებს ან უქმდება. ამასთან, გაფიცვა აფერხებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მატარებლები, ავტობუსები და ა.შ.) გადაადგილებას. შესაძლოა გზების ჩაკეტვა ან შეზღუდვა.

განსაკუთრებით იქცევს მედიის ყურადღებას ქუჩაში დაგროვილი ნაგავი. ზოგიერთი გამოცემის თანახმად, ქუჩებში 10000 ტონამდე ნაგავია დაგროვილი.