
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 8-20 მარტის პერიოდში, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა.
უწყების განმარტებით, მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 38 543,54 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 403,58 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა ჯამში 38 543,54 ლარის ოდენობით შეეფარდათ.