LIVE

Amazon დამატებით 9000 თანამშრომელს ათავისუფლებს

21 მარ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
Amazon დამატებით 9000 თანამშრომელს ათავისუფლებს

Amazon უახლოეს კვირებში დამატებით 9000 თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯესიმ თანამშრომლებს აცნობა. 

”ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიისთვის საუკეთესო გამოსავალია”, - წერს ენდი ჯესი. 

მოსალოდნელია, რომ თანამშრომლების უახლესი შემცირების რაუნდი გავლენას მოახდენს კომპანიის ღრუბლოვანი სერვისების, რეკლამის, ადამიანური რესურსებისა და Twitch-ის განყოფილების თანამშრომლებზე.

ონლაინ ვაჭრობის გიგანტმა კადრების შემცირება გასული წლის ნოემბერში დაიწყო და იანვარში გააგრძელა. 

Amazon კადრების შემცირებას ხარჯების დაზოგვით ხსნის. 

ბოლო პერიოდში არაერთი მსხვილი ამერიკული კომპანია თანამშრომლების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს. მათ შორისაა ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Zoom, Dell, PayPal, Spotify,  Alphabet, Microsoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.