LIVE

Booking-ის შემოსავალი 63%-ით შემცირდა

26 თებ 202110:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
Booking-ის შემოსავალი 63%-ით შემცირდა
Bloomberg

Booking-მა მეოთხე კვარტალში გაყიდვების 63%-იანი ვარდნა დააფიქსირა. გაყიდვების ასეთი დრამატული ვარდნა Covid-19-ის შემთხვევების ზრდამ და მასობრივმა ლოკდაუნებმა გამოიწვია.

Booking-ზე ოთახების ჯავშნები, წინა წელთან შედარებით, 60% -ით შემცირდა. მთლიანმა სამოგზაურო ჯავშნებმა კი, რომლებიც ყველა სამოგზაურო მომსახურებას მოიცავს, 65% -ით დაიკლო და $7,3 მილიარდი შეადგინა.

Booking-ის ქსელი, რომელიც ისეთ ტურისტულ ბრენდებს მართავს, როგორიცაა Priceline და Kayak პანდემიამ ძლიერად დააზარალა. მიუხედავად ამისა, აქციების ბაზარზე კომპანიას ბევრად უკეთესი პერფორმანსი აქვს.

ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესის ფონზე, ტურიზმის ინდუსტრიის მიმართ ოპტიმიზმი აქციებში შეფასდა. Booking-ის აქციები, წინა წელთან შედარებით, 36% -ით არის გაზრდილი და 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს შეადგენს. ტენდენციას იზიარებენ Expedia და Tripadvisor. მათი აქციები ასევე პრე-პანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.

მოგზაურობის ნაწილობრივ აღდგენას კომპანიები 2021 წლის მეორე ნახევარში ელოდებიან, ხოლო ინდუსტრიის სრულად გამოჯანმრთელებას 2023 წლამდე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბროუდი ფორდი