
თურქეთმა უარი თქვა რუსული და ბელარუსული ავიახაზების Boeing და Airbus თვითმფრინავების მომსახურებაზე, მათ შორის საწვავის შევსებაზე.
AirportHaber-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტრომ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წერილის შემდეგ მიიღო.
მიღებული გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან შეჩერდა აშშ-ში წარმოებული და რუსეთ-ბელარუსის კონტროლის ქვეშ მყოფი თვითმფრინავების სხვადასხვა სერვისის მიწოდება.
შეზღუდვები ეხება შვიდ რუსულ ავიაკომპანიას: Aeroflot-ს, S7 Airlines-ს, Utair,-ს AZUR Air-ს, Pegas Fly-ს, Russia-ს და Yamal-ს.
საწვავის შევსება და მასთან დაკავშირებული სერვისები აკრძალულია კერძო, სატვირთო, კომერციული და ჩარტერული თვითმფრინავებისთვის, ასევე თვითმფრინავებისთვის, რომლებიც დამზადებულია რომელიმე ქვეყანაში და მისი ნაწილების 25%-ს შეადგენს აშშ-ში წარმოებული კომპონენტები.
რუსული თვითმფრინავები, რომლებიც თურქეთიდან მიფრინავენ, იძულებულნი არიან საწვავი სოჭში შეავსონ.