LIVE

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია

16 მარ 202310:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 644
თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია

TAV Georgia-ს ინფორმაციით, Skytrax World Airport Awards 2023-ზე, რომელიც ამსტერდამში გაიმართა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში, ბათუმის აეროპორტი კი, ათეულში მოხვდა.

„მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, სოფიას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები.

Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი“, - აცხადებენ TAV Georgia-ში.

Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც, 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა.

შეგახსენებთ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს ოპერირებას კომპანია TAV Georgia უწევს, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. TAV Georgia, TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა.