LIVE

მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება - ენერგეტიკის მინისტრი

16 მარ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება - ენერგეტიკის მინისტრი

მოლდოვა რუსულ გაზს აღარ იღებს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. 

ვიქტორ პარლიკოვმა TV8-სთან ინტერვიუში თქვა, რომ Gazprom დეკემბრიდან გაზს მხოლოდ მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს აწვდის. 

მისივე თქმით, მოლდოვამ გაზი შესაძლოა, ევროპიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის $318-მილიონიანი კრედიტის წყალობით, მიიღოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთს Gazprom-ისგან მიღებული გაზის საფასური არასდროს გადაუხდია.

„დნესტრისპირეთი გაზის საფასურს არც ადრე იხდიდა და არც ახლა იხდის", - თქვა პარლიკოვმა.

პარლიკოვის თქმით, კომპანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას ამის გაკეთების საშუალებას 30 წელია მიზანმიმართულად აძლევს, რადგან კონტრაქტის შეჩერება, რეგიონის ჩამოშლას გამოიწვევს. ამავე დროს, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში დავალიანებას Gazprom შანტაჟით პასუხობდა.

მოლდოვის ოფიციალური პირების გამოთვლებით, რუსულ გაზზე დნესტრისპირეთის გადაუხდელი გადასახადები რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევს.

ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე Moldovagaz კომპანიისთვის დაგროვილი დავალიანება $709 მილიონს შეადგენს, თუმცა გასულ წელს კიშინიოვის ოფიციალურმა პირებმა მისი საერთაშორისო აუდიტი მოითხოვეს.