LIVE

სუპერმარკეტებში ფასების შემცირებას ყოველდღიურად ვხედავთ - ირაკლი ლექვინაძე

15 მარ 202317:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 305
სუპერმარკეტებში ფასების შემცირებას ყოველდღიურად ვხედავთ - ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ქსელურ სუპერმარკეტებში სურსათზე ფასები მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

როგორც მან "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, ფასები შემცირებულია როგორც რითეილ სექტორის ასევე იმპორტიორების მხრიდან. 

„მიმდინარე ტენდენციები აჩვენებს, რომ სურსათზე ფასები მნიშვნელოვან არის შემცირებული, როგორც იმპორტიორების ასევე რითეილ სექტორის მხრიდან. ფასების შემცირებას ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა ქსელურ სუპერმარკეტებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი მოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფასების მონიტორინგს სამომავლოდაც გააგრძელებს და შეადარებს გასული თვეების დინამიკას. ეს ტენდენცია პოზიტიურია და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება",- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, სურსათის ფასებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სურსათის ფასების კლების ტენდენცია ქსელურ სუპერმარკეტებში აქციების სახით ფიქსირდება.