Bitcoin ახალი ტიპის NFT-ის ავითარებს.
2023 წელს Bitcoin-ის ქსელი განახლდა: თითოეულ Satoshi-ის, რომელიც Bitcoin-ის უმცირეს ნაწილს წარმოადგენს, ახალი ფუნქცია აქვს - შეინახოს მონაცემები ტექსტებიდან, სურათებიდან, აუდიო და ვიდეომასალებიდან.
განახლების დროს მონაცემთა შენახვის ფუნქციის დამატება არ იგეგმებოდა. Glassnode Market Intelligence-ის თანახმად, კრიპტოვალუტების მომხმარებლებმა Bitcoin-ებზე იანვრის შემდეგ განათავსეს 385 000 “წარწერა”, რომელთა შორისაც 200 000-ზე მეტი გამოსახულებაა, ხოლო 150 000-ზე მეტი ტექსტური ფაილი.
“ვფიქრობ, ეს ფუნდამენტური ცვლილების დასაწყისია იმისთვის, რისი გაკეთებაც Bitcoin-ით შეგვიძლია”, - განაცხადა ალექს მილერმა, Bitcoin-ის დეველოპერთა ქსელი Hiro-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ფერადი ბურთები 300 გამოსახულების კოლექციაა, რომელიც წარმატებული NFT გახდა: კვლევითი ფირმა Delphi Digital-ის განმარტებით, კომპანიამ ამ თვეში 288 მათგანი აუქციონზე $16.5 მილიონად გაყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin NFT ყურადღების ცენტრში მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში მოექცა, Galaxy-ის ვარაუდით, 2025 წლისთვის მისი ღირებულება შესაძლოა, $4.5 მილიარდიც კი გახდეს. მიუხედავად ამისა, ჯერ რთულია რაიმე ზუსტი პროგნოზის გაკეთება NFT-ების სამომავლო გაყიდვების შესახებ.