LIVE

Volkswagen-ი იაფი ელექტრომობილების შექმნისთვის ახალ ინვესტიციებს ბატარეებში დებს

14 მარ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 555
Volkswagen-ი იაფი ელექტრომობილების შექმნისთვის ახალ ინვესტიციებს ბატარეებში დებს

Volkswagen-ი ახალი ბატარეების წარმოებისა და რესურსებისთვის, მომდევნო 5 წლის განმავლობაში 180 მილიარდ ევროს გამოყოფს, რამაც ელექტროავტომობილების ხარჯები უნდა შეამციროს. 

დღეს გამოქვეყნებული კომპანიის ხუთწლიანი საინვესტიციო ბიუჯეტის ორ მესამედზე მეტი გამოყოფილია ელექტროფიკაციისა და დიგიტალიზაციისთვის, მათ შორის 15 მილიარდამდე ბატარეებისა და საწარმოო ნედლეულისთვის. 

Silicon Valley Bank-ის დაშლისა და აშშ-ის საბანკო არეულობის ფონზე, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა არნო ანტლიცმა განაცხადა, რომ Volkswagen-ს შეეძლო ბატარეებისთვის ინვესტიციების გამოყოფა გადაევადებინა როცა დარწმუნდებოდა, რომ ბაზარი დასტაბილურდებოდა. 

Volkswagen-ი, როგორც ევროპის წამყვანი ავტომწარმოებელი კომპანია, ელექტრომობილების წარმოების ზრდით ცდილობს, Tesla-ს გაუტოლდეს და ბაზარი გააფართოოს. 

ავტომწარმოებელი იმედოვნებს, რომ ელექტრომობილებს ბაზარზე 2025 წლისთვის გამოუშვებს და ისინი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობით 25 000 ევრო ეღირება. მიზანი ელექტრომანქანების ხელმისაწვდომ ფასად გამოშვებაა. ვინაიდან ელექტრომობილების ღირებულების 40% ბატარეებზე მოდის, ამჟამინდელი ინვესტიციები სწორედ პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასად შექმნას ემსახურება.