
შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, როგორც მოსალოდნელი იყო, თებერვალში წლიურად 6%-მდე გაიზარდა, რაც იანვარში დაფიქსირებულ 6.4%-იან მაჩვენებელთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, საბაზო ინფლაცია, რომელიც საკვებისა და ენერგიის ცვალებად ფასებს გამორიცხავს, იანვართან შედარებით, 0.5%-მდე გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი ზრდამ 5.5% შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ოდნავ აღემატება ეკონომისტების პროგნოზს - 0.4%-ს.
ინფლაციის განმაპირობებელ ფაქტორად საბინაო ხარჯები რჩება. თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საცხოვრებლის ფასების ზრდა შეფერხებულია და ის ამჟამად ნაკლებად დრამატულია.