LIVE

აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია ბირთვული წყალქვეშა ნავების პროექტზე შეთანხმდნენ

14 მარ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 571
აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია ბირთვული წყალქვეშა ნავების პროექტზე შეთანხმდნენ

აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის ლიდერებმა ბირთვული წყალქვეშა ნავების პროექტის დეტალები გაასაჯაროვეს. შეთანხმების მიზანი ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის გავლენის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაა. 

„აუკუსის“ პაქტის ფარგლებში, ავსტრალია შეერთებული შტატებისგან ბირთვული ელექტროენერგიით მომუშავე სულ მცირე სამ წყალქვეშა ნავს მიიღებს.

მოკავშირეები ასევე იმუშავებენ ახალი ფლოტის შექმნაზე, რისთვისაც უახლეს ტექნოლოგიებს, მათ შორის ბრიტანულ Rolls-Royce რეაქტორებს გამოიყენებენ.

პეკინი აცხადებს, რომ მთავარი საზღვაო შეთანხმება "ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას".

ამის საწინააღმდეგოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ წყალქვეშა ნავები იქნება ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე და არა ბირთვული იარაღით აღჭურვილი და ის საფრთხეს არ შეუქმნის ავსტრალიის ვალდებულებას, იყოს ბირთვული იარაღის არმქონე ქვეყანა.

შედეგად, ავსტრალია ხდება ბრიტანეთის შემდეგ მეორე ქვეყანა, რომელიც ვაშინგტონისგან ელიტარული ბირთვული ძრავის ტექნოლოგიას იღებს.

პროექტის საშუალებით ავსტრალიას ექნება წყალქვეშა ნავები, რომლებსაც უფრო შორს და სწრაფად გადაადგილება შეუძლიათ, ვიდრე მის ამჟამინდელ ფლოტს, რომელიც დიზელის ძრავაზე მუშაობს. ავსტრალია ასევე პირველად შეძლებს მტრის წინააღმდეგ შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას.