LIVE

ბერლინის, ბრემენისა და ჰამბურგის აეროპორტებში კომერციული რეისების ნაწილი არ სრულდება

13 მარ 202317:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 755
ბერლინის, ბრემენისა და ჰამბურგის აეროპორტებში კომერციული რეისების ნაწილი არ სრულდება

ბერლინის, ბრემენისა და ჰამბურგის აეროპორტებიდან, პროფკავშირის გაფიცვის გამო, დღეს კომერციული რეისები არ სრულდება

„საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის თანამშრომლების გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, დღეს, 13 მარტს, ბერლინის ბრანდერბურგის აეროპორტიდან (BER) კომერციული ფრენები არ განხორციელდება. შესაძლოა ეს შემომავალ რეისებსაც შეეხოს“, - ნათქვამია ბერლინის აეროპორტის ვებგვერდზე.

ბრემენის აეროპორტმა ასევე განაცხადა, რომ აეროპორტიდან ფრენები არ შედგება. ჰამბურგის აეროპორტის ცნობით, შეიძლება რეისები დაგვიანებით მიიღოს ან გაუქმდეს. 

პროფკავშირმა Verdi ბერლინის აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდა. გაერთიანება ღამის საათებში, ასევე შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში მომუშავე პერსონალისთვის უფრო მაღალ ბონუსებს ითხოვს.