LIVE

საქართველოდან რუსეთში გასული მანქანების რაოდენობა ერთ დღეში გაორმაგდა - რუსული მედია

10 მარ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1391
საქართველოდან რუსეთში გასული მანქანების რაოდენობა ერთ დღეში გაორმაგდა - რუსული მედია

საქართველოდან, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, რუსეთის ფედერაციაში გასული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა ერთ დღეში თითქმის გაორმაგდა და 1700-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

Interfax-ი ჩრდილო კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვის დროით 10 მარტის დილის 06:00 საათისთვის საქართველოდან რუსეთში გასვლისას 1788 ავტომობილი, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომავალი 824 მანქანა დარეგისტრირდა, მაშინ, როცა წინა დღით 9 მარტს, საქართველოდან რუსეთში 993 გავიდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში 969 ავტომობილი შემოვიდა.  

რუსული მედია წერს, რომ პუნქტთან რიგები არ შეინიშნებოდა, თუმცა ამის საპირისპიროდ, სოციალური მედიის მომხმარებლებმა გუშინ საცობის ამსხაველი ფოტოები გაავრცელეს. 

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა 9 მარტს აღდგა. უამინდობის გამო, შეზღუდვები 5 მარტიდან მოქმედებდა. 

მოძრაობის აღდგენის შესახებ განცხადება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც გაავრცელა.