
Twitter-ი სამუშაო ადგილების მასიურად შემცირებას აგრძელებს. Ბოლო ერთ კვირაში სოციალური მედიის პლატფორმამ დარჩენილი პერსონალის დაახლოებით 10% შეამცირა.
New York Times-ის თანახმად, twitter-მა 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა, ახლა კი კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 2000-მდეა. აღსანიშნავია, რომ სანამ ილონ მასკი გასული წლის შემოდგომაზე Twitter-ს $44 მილიარდად შეიძენდა, კომპანიაში 7 500 ადამიანი მუშაობდა.
ბოლო პერიოდში არაერთი მსხვილი ამერიკული კომპანია თანამშრომლების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს. მათ შორისაა ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Zoom, Dell, PayPal, Spotify, Amazon.com, Meta Platforms, Alphabet, Microsoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.