LIVE

TikTok 18 წლამდე მომხმარებლებს 60-წუთიან ლიმიტს უწესებს

02 მარ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 519
TikTok 18 წლამდე მომხმარებლებს 60-წუთიან ლიმიტს უწესებს

TikTok 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებს აპლიკაციის გამოყენებისთვის დღეში 60-წუთიან დღიურ ლიმიტს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, აპლიკაციით სარგებლობის გასაგრძელებლად მათ პაროლის შეყვანა მოუწევთ. 

ახალი ზომა რამდენიმე კვირაში ამოქმედდება და მასზე უარის თქმა შესაძლებელი იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აპლიკაციას დღეში მინიმუმ 100 წუთი გამოიყენებს, TikTok-სგან მიიღებს მოთხოვნას, რომ საკუთარი ეკრანის დროის კონტროლი გამოიყენოს. 

ვიდეოების პოპულარული აპლიკაცია, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის, აცხადებს, რომ აპლიკაციაში ახალი ფუნქციის მიზანია, ადამიანებს აპლიკაციის გამოყენების კონტროლში დაეხმაროს. 

პლატფორმის მომხმარებლები მინიმუმ 13 წლის უნდა იყვნენ. 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ადამიანი  "ეკრანის დროის მიმოხილვას" ყოველკვირეულად მიიღებს. 

მშობლები, რომლებიც შვილების მიერ აპლიკაციის გამოყენების კონტროლის მექანიზმს - Family Pairing ფუნქციას იყენებენ, ასევე შეძლებენ ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტი დააყენონ.

2021 წლის სექტემბერში TikTok-მა განაცხადა, რომ პლატფორმის აქტიურის მომხმარებლების ყოველთვიურმა მაჩვენებელმა ერთ მილიარდს გადააჭარბა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ ქსელად აქცევს.