LIVE

კრიპტო მომხმარებლებს საქართველოში Binance Pay-ით სარგებლობა უკვე შეუძლიათ

01 მარ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 447
კრიპტო მომხმარებლებს საქართველოში Binance Pay-ით სარგებლობა უკვე შეუძლიათ

Binance Pay-მ, Binance-ის კრიპტოვალუტების გადახდის სერვისმა, გამოაცხადა პარტნიორობის შესახებ კრიპტო გადახდის სისტემა CityPay.io-სთან, რაც ქართველი მომხმარებლებისთვის კრიპტო გადახდებზე წვდომას ამარტივებს.

კრიპტო გადახდის სისტემა ნებისმიერი ტიპის ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს საერთაშორისო გადახდები სხვადასხვა კრიპტოვალუტაში, მათი მომხმარებლებისთვის კი ქმნის კომფორტული გადახდის პროცესს როგორც ონლაინ, ასევე ლოკაციებზე - POS ტერმინალით.

„ჩვენი პარტნიორობა Binance-თან ნიშნავს იმას, რომ კრიპტოვალუტის მფლობელებს უკვე უფრო მარტივად შეუძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კრიპტოვალუტით პროდუქციის შეძენა ონლაინ ან ფიზიკურ ლოკაციაზე. Თვალს ვადევნებთ კრიპტო მფლობელების რაოდენობისა და კრიპტო გადახდებზე მოთხოვნის სწრაფ ზრდას საქართველოსა და რეგიონში და საპასუხოდ რეგიონის მასშტაბით ვქმნით შესაბამის გარემოს ბიზნესებისთვის, შესთავაზონ თავის მომხმარებლებს გადახდის ახალი და მოსახერხებელი ფორმა, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს მომხმარებელთა ბაზას და გაზრდის მათ წვდომას კრიპტოვალუტის მომხმარებელ სეგმენტთან,”- ამბობს ერალფ ჰატიპოღლუ, CityPay.io-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

Binance-ის რეგიონალური დირექტორი ვლადიმერ სმერკისი კი აღნიშნავს, რომ საქართველო Binance-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარია.

"ვგეგმავთ პარტნიორობას ყველა სექტორის ლიდერ კომპანიებთან, რათა ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ უსაზღვრო გადახდის ვარიანტები კრიპტოვალუტაში Binance Pay-ით“, - ამბობს Binance-ის რეგიონალური დირექტორი.

კრიპტო მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ Binance Pay-ით საქართველოში და შეიძინონ ყოველდღიური პროდუქტები 600-ზე მეტ ობიექტში CityPay.io კრიპტო POS ტერმინალების დახმარებით. ობიექტების ნაწილი, სადაც Binance Pay-ს გამოყენება შესაძლებელია შემდეგია:

  • Wendy’s 

  • სილქ ჰოსფითალითის მმართველობაში შემავალი სასტუმროები

  • Fresco

  • 8000 მოსავალი რესტორნების ქსელი

  • სასტუმრო Episode

  • Smart სუპერმარკეტი