LIVE

საქართველოში სურსათის ფასები სომხეთზე სწრაფად იზრდება - G&T

22 თებ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 868
საქართველოში სურსათის ფასები სომხეთზე სწრაფად იზრდება - G&T

გალტ & თაგარტის თანახმად, საქართველოში სურსათის ფასები მეზობელ სომხეთზე სწრაფად იზრდება.

მსოფლიო ბაზარზე უკვე მეათე თვეა სურსათის ფასები თვიდან-თვემდე კლებულობს FAO-ს მონაცემებით და  კლება ან უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება მსოფლიო ბანკის მონაცემებით. 

რაც შეეხება საქართველოს, გალტ & თაგარტის შეფასებით, პოზიტიურია, რომ საქართველოში 2022 წლის ოქტომბრიდან ინფლაციას შენელების ტენდენცია აქვს, რომელიც 2023 წლის იანვარში შენელდა 9.4%-მდე 2022 წლის იანვრის პიკური 13.9%-დან. სურსათის ფასებშიც ფიქსირდება შენელება, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც მსოფლიო ბაზარზე ან სხვა სასაქონლო ჯგუფებშია საქართველოში (მაგალითად საწვავი).

ზოგადად, საქართველოში ჯამური ინფლაციის დონეზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასებს აქვს, რადგან მთლიანი ინფლაციის დაანგარიშებაში სურსათს სამომხმარებლო კალათის მესამედი უკავია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის ფასები ორნიშნა ტემპით იზრდება 2021 წლის ივლისიდან. ამასთან, იგივე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა მეზობელ სომხეთშიც, თუმცა ფასების ზრდის ტემპი იქ უფრო ნაკლები იყო და სახეზეა მნიშვნელოვანი შენელებაც. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში სომხეთში სურსათის ფასები 9.4%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საქართველოში ზრდამ 15% შეადგინა.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წლიური ინფლაცია საქართველოში და სომხეთში:

გალტ & თაგარტმა შეისწავლა სასურსათო პროდუქტები საქართველოში და გამოყო 7 ძირითადი პროდუქტი, რომელზეც ფასები კვლავ მაღალი რჩება და ყველაზე დიდი წვლილი აქვს მთლიან ინფლაციაში, როგორც მიმდინარე წლის იანვარში, ისე ბოლო 6 თვეში. ეს პროდუქტებია:

"ჩვენი მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების და ლარის გამყარების კვალდაკვალ საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენელდება. ამ კუთხით დამატებით აღსანიშნავია მთავრობის მიერ დაანონსებული კანონპროექტი, რომელიც სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს მოაწესრიგებს ევროკავშირის დირექტივის მიხედვით",- აღნიშნავენ გალტ & თაგარტში.