LIVE

იანვარში საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 434%-ით გაიზარდა - საქსტატი

21 თებ 202310:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
იანვარში საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 434%-ით გაიზარდა - საქსტატი

იანვარში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 507 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 434%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, რუსეთში ექსპორტირებული ავტომობილებიდან საქართველომ 7 მლნ 87 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. გასული წლის იანვართან შედარებით, ექსპორტიდან შემოსავლები 746%-ით გაიზარდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვარში საქართველომ სხვადასხვა ბაზრებიდან 86.4 მლნ აშშ დოლარის (იმპორტის 8.6%) მსუბუქი ავტომობილები იყიდა. ამ მაჩვენებლებით კი ქვეყნის უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილზეა. 

მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილზეა საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო კატეგორიაში. იანვარში, ავტომობილების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამურად 104.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 22.7%-ია.