LIVE

ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე: წელს დავიწყებთ მშენებლობას, ინვესტორების შემოსვლას არ დაველოდებით

20 თებ 202314:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 418
ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე: წელს დავიწყებთ მშენებლობას, ინვესტორების შემოსვლას არ დაველოდებით

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას წელს დაიწყებს ისე, რომ პოტენციური ინვესტორების შერჩევას არ დაელოდება. 

"დღეს დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება. შესაბამის პროცედურებს ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს. პროექტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, 49%-ზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და პოტენციურ ინვესტორებს მოვიწვევთ, მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას, წელს დავიწყებთ სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა",- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.