LIVE

Nestlé-ს წელს ფასების კიდევ უფრო ზრდის მოლოდინი აქვს

19 თებ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 506
Nestlé-ს წელს ფასების კიდევ უფრო ზრდის მოლოდინი აქვს

Nestlé - მსოფლიოს უმსხვილესი სასურსათო კომპანია, ამბობს, რომ ძირითადი პროდუქტების ფასები წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

მართალია Nescafé ყავისა და KitKat-ის შოკოლადის ფილების მწარმოებელმა 2022 წელს ფასები 8,2%-ით გაზარდა, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზრდილი ხარჯების ასანაზღაურებლად აღნიშნული მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. ამასთან, კომპანიას მოგებაც შეუმცირდა. Nestlé აღმასრულებელი დირექტორის მარკ შნაიდერის თქმით, გლობალურად გაზრდილმა ინფლაციამ კომპანიაც დააზარალა. 

მისივე თქმით, ფასების ზრდა იქნება "ძალიან მიზანმიმართული" და შეეხება მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელზეც მაღალი ინფლაციის გამო ხარჯები განსაკუთრებით გაიზარდა. თუმცა შნაიდერს არ დაუზუსტებია კომპანიის 2 000 ბრენდიდან, რომელიც მოიცავს როგორც გაყინულ საკვებს, ისე საკონდიტრო ნაწარმსა და ბავშვის ფორმულას, კონკრეტულად რას შეეხება გაძვირების ტრენდი.

აღსანიშნავია, რომ Nestlé არ არის გამონაკლისი კომპანია, ვინც წელს ფასების კიდევ უფრო ზრდა დააანონსა. ამ სიაშია ისეთი ცნობილი ბრენდებიც, როგორიცაა Unilever (UL), Coca-Cola (KO), ლუდსახარში Heineken (HEINY), Colgate (CL)-Palmolive და Procter & Gamble (PG) - ყველა ეს კომპანია პროდუქციის გაძვირებას ინფლაციას, ენერგეტიკაზე გაზრდილ ფასებსა და შრომით ხარჯებს უკავშირებს.