LIVE

ბილ გეითსი კლიმატის კრიზისთან ბრძოლას ჯეფ ბეზოსთან ერთად გეგმავს

23 თებ 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
ბილ გეითსი კლიმატის კრიზისთან ბრძოლას ჯეფ ბეზოსთან ერთად გეგმავს
Takaaki Iwabu/Bloomberg

ბილ გეითსი, კლიმატის კრიზისთან ბრძოლის ფარგლებში, ჯეფ ბეზოსთან მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

Bloomberg Television- ის ემილი ჩანგთან საუბარში, ბილ გეითსი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, ტემპერატურის მატებასთან ერთად სიკვდილიანობა გაიზრდება. მოიმატებს ხანძრების რაოდენობა და, რაც მთავარია, ეკვატორთან ახლოს, ნებისმიერ წერტილში, დაიკარგება სამეურნეო საქმიანობის შესაძლებლობა. თუმცა, გეითსი, ასევე, აღნიშნავს, რომ პანდემიისგან განსხვავებით, ძნელია ხალხის ყურადღების მიპყრობა კლიმატურ კატასტროფებზე, რომლებიც ერთმანეთს შეიძლება ათწლეულებით იყოს დაშორებული.

"კაცობრიობის ნამდვილი გამოცდაა წინასწარი ინვესტიციის ჩადება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც მოგვიანებით დადგება",  ამბობს გეითსი და სწორედ ამ ნაწილში გეგმავს ბეზოსთან თანამშრომლობას.

გეითსი იმედოვნებს, რომ მათ შეეძლებათ ითანამშრომლონ ტექ. ინდუსტრიაში ადრეული ეტაპის მწვანე ალტერნატივების მხარდასაჭერად. გეითსი იმედოვნებს, რომ ბეზოსთან ერთად შეძლეს ხელი შეუწყოს მწვანე პროდუქტების განვითარებას და მწვანე ტექნოლოგიებს სამომავლოდ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიების ფასი ძალიან მაღალია, მოთხოვნის გასაზრდელად და ფასების დასაწევად, გეითსსა და ბეზოსს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი კაპიტალი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ემილი ჩანგი და დინა ბასი