LIVE

აშშ-ში მაღალმა ინფლაციამ სწრაფი კვების ობიექტებზე მოთხოვნა გაზარდა

11 თებ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 395
აშშ-ში მაღალმა ინფლაციამ სწრაფი კვების ობიექტებზე მოთხოვნა გაზარდა

აშშ-ში გასული წლის მეოთხე კვარტალში სწრაფი კვების ობიექტებზე მოთხოვნა გაიზარდა, ჩვეულებრივი რესტორნების მდგომარეობა კი საპირისპიროა - დღემდე მომხმარებლების მოსაზიდად იბრძვიან.

რესტორნების კვარტალური შედეგები მოწმობს, რომ გაზრდილი ფასების ფონზე, მომხმარებლები უფრო ნაკლებს ხარჯავენ. შედეგად, სწრაფი კვების ქსელები, რომელთაც მიმზიდველი აქციები ხშირად აქვთ, მეტად იზიდავენ მომხმარებლებს.

ზოგადად, ეკონომიკური ვარდნისა და გაურკვევლობის პერიოდში, სწრაფი კვების სექტორი ბევრად კარგად მუშაობს, ვიდრე ინდუსტრიის სხვა ობიექტები. მაგალითად, სწრაფი კვების გიგანტს McDonald’s-ს, აშშ-ში გაყიდვები 10.3%-ით გაეზარდა.

McDonald’s-ის კონკურენტმა Yum Brands-მაც გაზრდილი გაყიდვების შესახებ განაცხადა.Taco Bell-ის შიდა მაღაზიაშიც გაყიდვები 11%-ით გაიზარდა. Pizza Hut-ის გაყიდვები კი აშშ-ში გაიზარდა 4%-ით, ხოლო KFC-ის გაყიდვები მხოლოდ 1%-ით, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ KFC-ის ერთი წლის წინ გაყიდვების მნიშვნელოვანი ვარდნა ჰქონდა, დღევანდელი შედეგი უკვე წარმატებულია. ჯერჯერობით ფინანსური შედეგი არ გამოუქვეყნებიათ Burger King-სა და Domino's Pizza-ს, თუმცა წინასწარი გათვლებით, ამ მონაცემების გასაჯაროების შემდეგ სწრაფი კვების ინდუსტრიის საერთო შემოსავალი უფრო მეტი იქნება.