
ლეგენდარული ესპანელი დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში, საფრანგეთში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი გარდაცვალება Paco Rabanne-ს მშობელმა კომპანია Puig-მა დაადასტურა.
დიზაინერი, რომლის ნამდვილი სახელია ფრანცისკო რაბანედა კუერვო, თავდაპირველად ცნობილი მეტალის სამოსითა და 1960-იანი წლების კოსმოსური ეპოქის დიზაინით გახდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რაბანის სუნამოების ხაზი.