
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იანვარში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 6 698 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 102 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების განმარტებით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.
„34 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 68 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.