
ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თვდასხმას და ოპოზიციური ლიდერის ნიკა მელიას ძალადობრივ დაკავებას ეხმაურება.
„შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე დაძაბულობის გამო. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: განახორციელეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, არიან ნატო-ს ყველაზე აქტიური პარტნიორები. უპასუხისმგებლო იქნება, რომ ეს ყველაფერი განადგურდეს. ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებით“, წერს ლინკევიჩუსი.
Concerned about tentions in #Georgia. Our friends have achieved a lot: frontruners implementing #AA/DCFTA, one of #NATO's most active partners. Would be irresponsible to waste it all. All leaders must show restraint and be guided primarily by the interests of the State.
სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია 07:00სთ-ზე დაიწყეს. მათ პარტიის ოფისში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დახურულ სივრცეში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რის გამოც რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ შეუშვეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი.