
აშშ-ის მთავრობა აღარ გასცემს ლიცენზიებს ამერიკულ კომპანიებზე, რომელთა პროდუქტების უდიდეს ნაწილს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Huawei იღებს.
ეს არის მორიგი გამოხატულება იმისა, რომ რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთში ამერიკული ტექნოლოგიების ექსპორტის წესების გამკაცრებას აგრძელებს.
ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ Huawei აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ის ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, Huawei-მ და ჩინეთის მთავრობამ ბრალდებები არაერთხელ უარყვეს.
"მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების ექსპორტის კონტროლის უწყებათაშორის პარტნიორებთან, მუდმივად ვაფასებთ ჩვენს პოლიტიკას და რეგულაციას და რეგულარულად ვეკონტაქტებით გარე დაინტერესებულ მხარეებს. კონკრეტულ კომპანიებთან საუბრებსა და განხილვებზე კომენტარს არ ვაკეთებთ", - განუცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა BBC-ს.
Huawei-მ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა.