LIVE

BuzzFeed-ის კონტენტის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი ერთვება, აქციების ფასი იზრდება

30 იან 202312:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 306
BuzzFeed-ის კონტენტის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი ერთვება, აქციების ფასი იზრდება
Tiffany Hagler-Geard/Bloomberg

BuzzFeed-ის აქციების ფასი იზრდება. ამის მიზეზი Meta Platforms-თან გარიგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ციფრული მედიის პლატფორმა ქვიზებისა და სხვა ტიპის კონტენტის შექმნაში ხელოვნური ინტელექტის ჩართვას გეგმავს. 

კომპანიას განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა ჰქონდა პარასკევს, როცა აქციები 150%-ით გაძვირდა. ამჟამად კომპანიის აქციის ღირებულება $3.87-ია, რაც წინა ვაჭრობასთან შედარებით, $1.78-ით ანუ 85%-ზე მეტად გაზრდილი ფასია. 

ზრდას წინ უძღოდა Wall Street Journal-ის სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ BuzzFeed შინაარსის შესაქმნელად ChatGPT-ის OpenAI-ს გამოიყენებდა.

Buzzfeed-მა Reuters-ს განუმარტა, რომ კომპანია გამოიყენებს არა ChatGPT-ს, არამედ OpenAI-ის საჯაროდ ხელმისაწვდომ API-ს (აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისს).

"ნახავთ, რომ 2023 წელს ხელოვნური ინტელექტის ინსპირირებული კონტენტი კვლევისა და განვითარების ეტაპის შემდეგ, ძირითადი საქმის ნაწილი გახდება და გაამდიდრებს ქვიზებს და ჩვენს შინაარს აუდიტორიას მოარგებს", - ამბობს BuzzFeed-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონა პერეტი თანამშრომლებთან გაგზავნილ მიმართვაში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა

ხელოვნების ინტელექტის ამერიკულმა კომპანიამ OpenAI ჩეტბოტი ChatGPT გასული წლის ბოლოს შექმნა. ის ღია კოდის ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მოდელია. მისი მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და შექმნან სხვადასხვა ტიპის ტექსტები.