LIVE

სუნაკმა, მინისტრთა კოდექსის დარღვევის გამო, ნადიმ ზაჰავი გადააყენა

29 იან 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 327
სუნაკმა, მინისტრთა კოდექსის დარღვევის გამო, ნადიმ ზაჰავი გადააყენა
Chris J. Ratcliffe/Bloomberg

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა, ეთიკის წესების "სერიოზული" დარღვევის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ნადჰიმ ზაჰავი.

ზაჰავისადმი მიწერილ წერილში სუნაკი აღნიშნავს, რომ გადასახადის საკითხზე დამოუკიდებელი გამოძიება დასრულდა და "ნათელია, რომ ადგილი ჰქონდა მინისტრთა კოდექსის სერიოზულ დარღვევას. შედეგად, გაცნობებთ თქვენი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ჩემს გადაწყვეტილებას".

სუნაკმა კოდექსის დარღვევის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ ზაჰავიმ გადასახადის დაგვიანების გამო, ჯარიმა გადაიხადა. ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, პოლიტიკოსების ნაწილმა მისი გადადგომა მოითხოვა. 

საკითხში გარკვეული პირების განცხადებით, მის მიერ დაარსებული კვლევის კომპანია YouGov-ის აქციების გაყიდვის გამო, ზაჰავის გადასახადმა £4.8 მილიონი შეადგინა, საიდანაც 30% ჯარიმაზე მოდის. გარიგება შედგა 2022 წლის შუა პერიოდში, როდესაც ის ფინანსთა მინისტრი იყო. 

ზაჰავი აღიარებს, რომ გადასახადების მიმართ უყურადღებობას იჩენდა.