LIVE

Intel-ის საბაზრო ღირებულება ერთ დღეში $8 მილიარდით შემცირდა

28 იან 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 328
Intel-ის საბაზრო ღირებულება ერთ დღეში $8 მილიარდით შემცირდა

Intel Corp-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდი დოლარით შემცირდა პარასკევს, მას შემდეგ, რაც ჩიპების ამერიკული მწარმოებლის შემოსავლების შემცირებულმა პროგნოზებმა Wall Street-ზე გააძლიერა შეშფოთება პერსონალური კომპიუტერების ბაზრის ვარდნის შესახებ.

კომპანიამ ივარაუდა მოულოდნელი ზარალი პირველ კვარტალში და მისი შემოსავლის პროგნოზი $3 მილიარდით დაბალი იყო.

კომპანია სტაბილურად კარგავს ბაზრის წილს. Intel-ის აქციები დაიხურა 6.4%-ით დაბალი ღირებულებით, ხოლო მისმა კონკურენტმა Advanced Micro Devices-მა და Nvidia-მ სესია დაასრულეს 0.3%-იანი და 2.8%-იანი ზრდით.

Intel-ი წელს ხარჯების 3 მილიარდი დოლარით შემცირებას გეგმავს. მან 7.7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა მეოთხე კვარტალში ოპერაციებიდან და გასცა 1.5 მილიარდი დოლარის დივიდენდები. 2023 წელს კაპიტალური ხარჯები დაახლოებით 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ უნდა განიხილოს დივიდენდის შემცირება.