
დანია შეიარაღებული ძალების გაზრდას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას გეგმავს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, იაკობ ელემან-იენსენის თქმით, დანიას ეს ნაბიჯი შესაძლოა ნატოს მოთხოვნების შესრულებაში დაეხმაროს, მაგრამ ასევე "სასარგებლო" იქნება ჯარისთვის, თუ მას მეტი ქალი შეუერთდება.
ინიციატივას ქალთა რამდენიმე ორგანიზაცია მხარს უჭერს.
ამ იდეას წინ უძღოდა ნატოს ანგარიში, სადაც საუბარი იყო დანიის არმიის ნაკლოვანებებზე.
დანიის მეზობელი ნორვეგია გახდა ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პირველი წევრი, რომელმაც 2015 წლიდან შემოიღო ქალებისთვის სავალდებულო სამხედრო გაწვევა. 2021 წლის მდგომარეობით, არმიაში ქალების წილი 20%-მდე გაიზარდა.