LIVE

ფილიპინებში ხახვი ფუფუნების საგანი გახდა - მიზეზები

29 იან 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2715
ფილიპინებში ხახვი ფუფუნების საგანი გახდა - მიზეზები

ფილიპინებში არსებული თითქმის ყველა ოჯახი, რესტორანი თუ ნებისმიერი კვების ობიექტი ხახვის დეფიციტს განიცდის. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ფილიპინებში ხახვის ფასი 1 კილოგრამზე, გასულ თვეში, დაახლოებით 700 პესომდე ($12.80) გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ფილიპინებში ხახვის ფასი ხორცის ღირებულებასაც და დღიურ მინიმალურ ხელფასსაც კი აღემატება. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ფასები ოდნავ შემცირდა, ხახვი მომხმარებლის უმეტესობისთვის კვლავ ფუფუნების საგნად რჩება. არადა, ხახვი ფილიპინელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია.

ფილიპინების სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტი ცხოვრების ხარჯების ზრდის სიმბოლო გახდა იმიტომ, რომ გასულ თვეში ტროპიკულ ქვეყანაში ინფლაციამ 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა, რომელიც ასევე არის სოფლის მეურნეობის მდივანი, სურსათზე ფასების ზრდას "გადაუდებელი სიტუაცია" უწოდა. ხახვის მიწოდების გაზრდის მიზნით კი ამ თვის დასაწყისში მარკოსმა წითელი და ყვითელი ხახვის იმპორტის შესახებ ახალი გადაწყვეტილება მიიღოს. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ფილიპინების ეკონომიკის აღდგენამ გაზარდა მოთხოვნა, ხოლო მკაცრმა ამინდმა გავლენა მოახდინა საკვების, მათ შორის ხახვის წარმოებაზე.

ხახვის დეფიციტს ფონზე, პროდუქტი ქორწილებში ერთ-ერთ საპატიო საგნადაც კი იქცა. ასე მაგალითად, ადგილობრივმა პატარძალმა ლიკა ბიორიმ თავისი საქორწინო თაიგული სწორედ ხახვებისგან დაამზადა. მეტიც, გაიზარდა კონტრაბანდაც. კერძოდ, მიმდინარე თვის დასაწყისში ფილიპინების ავიახაზების ეკიპაჟმა კონტრაბანდული გზით დაახლოებით 40 კგ. ხახვის ქვეყანაში შემოტანის მცდელობა გამოავლინა.