LIVE

გასულ წელს Tesla რეკორდულ მოგებაზე გავიდა

28 იან 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 342
გასულ წელს Tesla რეკორდულ მოგებაზე გავიდა

Tesla-მ გასული წლის მეოთხე კვარტალში, ასევე წლის განმავლობაში რეკორდული მოგება დააფიქსირა. თუმცა გაზრდილი ხარჯების, გასაყიდი ფასების შემცირებისა და მოსალოდნელზე სუსტი გაყიდვების ფონზე, მოგების მარჟა მაინც სუსტია.

ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებლის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით მთელი წლის განმავლობაში თითოეულ აქციაზე კომპანიის მოგებამ $4.07 შეადგინა, 2021 აღნიშნული $2.26-ს შეადგენდა. ამის პარალელურად კი მთლიანი საავტომობილო მოგების მარჟა გასულ წელს 27.9%-დან 25.9%-მდე დაეცა.

ნულოვანი ემისიის ავტომობილების გაყიდვისთვის მიღებული სამთავრობო კრედიტების გაყიდვით ყოველწლიურად კომპანიის პირად ანგარიშზე ასობით მილიონი დოლარი ირიცხება. აღსანიშნავია, რომ ამ კრედიტებს ტრადიციული ავტომწარმოებლები Tesla-სგან ჯერ კიდევ ყიდულობენ, რათა თავიდან აიცილონ ჯარიმები გამონაბოლქვის გამო. 

​აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Tesla გეგმავს 1.8 მილიონი ავტომობილის გაყიდვას, რაც 37%-ით მეტია 2022 წლის 1.3 მილიონი ავტომობილის გაყიდვებთან შედარებით. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ამბობს, მოთხოვნის ზრდა წლის დასაწყისში შემცირებული ფასების შედეგია. მიუხედავად გაზრდილი წარმოებისა, ეს იქნება კომპანიის ყველაზე ნელი ზრდა 2020 წლის შემდეგ. 

"მიუხედავად იმისა, რომ მანქანებზე მოთხოვნა შესაძლოა მთლიანად საავტომობილო ბაზარზე შემცირდეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ წელს ჩვენს ავტომობილებზე მოთხოვნა კარგი იქნება...ფასების ცვლილება ნამდვილად გავლენას ახდენს საშუალო მომხმარებელზე...თუ წელი ჩაივლის მიწოდების სერიოზული შეფერხების ან მასობრივი პრობლემების გარეშე, კომპანიას აქვს პოტენციალი 2023 წელს 2 მილიონი მანქანა აწარმოოს", - აღნიშნა ილონ მასკმა.

მისივე თქმით, 2023 წელს რეცესიული რისკები კვლავ მაღალია, თუმცა მსგავსი ეკონომიკური ვარდნის დასაძლევად მზადაა.

კვლავ უცნობია, როდის შედგება Tesla-ს ახალი პროდუქტების დებიუტი. მათ შორის საუბარია ილონ მასკის მიერ დაპირებული ახალი მანქანაზე, Cybertruck პიკაპზე. როგორც მასკმა აღნიშნა, ახალი ავტომობილის წარმოება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება.