LIVE

ჯასტინ ბიბერმა სიმღერებზე საავტორო უფლება $200 მილიონად გაყიდა

25 იან 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
ჯასტინ ბიბერმა სიმღერებზე საავტორო უფლება $200 მილიონად გაყიდა

ჯასტინ ბიბერმა Hipgnosis Songs Capital-ს თავისი საავტორო უფლებების წილი $200 მილიონად მიჰყიდა

Hipgnosis Songs-ის მიერ შეძენილი მომღერლის კატალოგი 290 სიმღერას მოიცავს. მასში შესულია 2021 წლის 31 დეკემბრამდე გამოსული ბიბერის ყველა სიმღერის მუსიკა და ტექსტი. გარიგება ასევე მოიცავს ვარსკვლავის მიერ შესრულებულ ვერსიებს. 

ფირმა ახლა ფლობს პოპ-ვარსკვლავის წილს ბოლო წლების ზოგიერთ უდიდეს ჰიტზე - მათ შორისაა სიმღერები Baby და Sorry, რაც ნიშნავს, რომ მათი საჯაროდ გაჟღერების შემთხვევაში, მოგებას არტისტის ნაცვლად, კომპანია მიიღებს.

Hipgnosis-მა გარიგების ღირებულება არ გაამჟღავნა, მაგრამ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს წყარომ აცნობა, რომ ის დაახლოებით $200 მილიონს აღწევს. 

Hipgnosis-თან გარიგებები ასევე დადეს ჯასტინ ტიმბერლეიკმა და შაკირამ, თუმცა ეს ტენდენცია უფრო დამახასიათებელია ასაკიან შემსრულებლებში. გასული ორი წლის განმავლობაში მუსიკის ლეგენდებმა ბობ დილანმა და ბრიუს სპრინგსტინმა კატალოგის საავტორო უფლებები Sony-ს მიჰყიდეს. სპრინგსტინმა თავის ნამუშევრებში სულ $500 მილიონი მიიღო.

Hipgnosis Songs Fund ჰიტ სიმღერების კატალოგს ქმნის და მსხვილ  ინვესტორებს იწვევს. 2018 წლის ივლისიდან ფონდი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

ფონდის დამფუძნებლის, მერკ მერკურიადისის თქმით, ცნობილი სიმღერები შეიძლება "უფრო ღირებული იყოს ვიდრე ოქრო ან ნავთობი".