
ამერიკის უმსხვილესი კერძო დამსაქმებელი, Walmart-ი, მინიმალურ ხელფასს საათში $12-დან $14-მდე ზრდის. ნაბიჯი მაღაზიისა და საწყობის თანამშრომლების შენარჩუნების მცდელობაა.
უახლესი მონაცემებით, Walmart-ს ჰყავს 1.7 მილიონი თანამშრომელი შეერთებულ შტატებში, რომელთაგან 94%-ის ანაზღაურება მათ მიერ ნამუშევარი საათების მიხედვით განისაზღვრება. კომპანიის ამ ნაბიჯს, სავარაუდოდ, ექნება გადაცემის ეფექტი მომსახურების ინდუსტრიაზე.
კომპანიამ ასობით ათასი თანამშრომელი დაიქირავა Covid-19 პანდემიის დროს, რათა დაეკმაყოფილებინა მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნა სასურსათო და სხვა საქონელზე.
Walmart-ი ათწლეულების განმავლობაში იყო კრიტიკის სამიზნე დაბალი ანაზღაურების გამო, თუმცა ბოლო წლებში ხელფასები გაზარდა. უახლესი ნაბიჯი შეამცირებს სხვაობას მის კონკურენტებთან მიმართებით. შედარებისთვის, Amazon-სა და Target-ს $15 დოლარიანი მინიმალური საათობრივი ანაზღაურება აქვთ, ხოლო Costco-ში საათობრივი ანაზღაურება $17-დან იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ათობით კომპანიამ, მათ შორის Walmart-მა, გაათავისუფლა კადრები ბოლო თვეების განმავლობაში, მომსახურების ინდუსტრიაში კადრებზე მოთხოვნა კვლავ ძლიერი. Walmart-ს ამჟამად თითქმის 30 000 ვაკანსია აქვს.