LIVE

გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, შიდა სამართლებრივი ბარიერები - რა გამოწვევა აქვს ბიზნესს?

29 იან 202312:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 357
გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, შიდა სამართლებრივი ბარიერები - რა გამოწვევა აქვს ბიზნესს?

როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი, გაბრიელ პეტრუსი ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ამ დრომდე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რეგიონში არსებული არასტაბილურობაა.

როგორც მან "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, პრობლემას ქმნის მიწოდების ჯაჭვებში არსებული ხარვეზები და სამართლებრივი ბარიერები, რომელთა გადაჭრა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

"გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშეა სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ, პირველი ეს არის ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობა, ქართველ ბიზნესებს უნდა დავეხმაროთ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი მათგანი აღმოჩნდეს გლობალურ ბაზრებზე, აქ კი ტექნოლოგიების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით მცირე ბიზნესები დაუკავშირდნენ გლობალურ კლიენტებს, ევროპას, აზიას თუ ლათინურ ამერიკას.  მეორე გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, რათა ბიზნესისთვის დაფინანსების მოპოვება გამარტივდეს და რა თქმა უნდა, სპეციფიკური ცოდნა, რომელიც მეწარმეებისთვის აუცილებელია," - აცხადებს გაბრიელ პეტრუსი.