LIVE

გაჩეჩილაძე: პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესება სესხებს გააძვირებს

25 იან 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 425
გაჩეჩილაძე: პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესება სესხებს გააძვირებს

ბანკებისთვის ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესება, რის შედეგადაც მათ უფრო მეტი კაპიტალის დარეზერვება მოეთხოვებათ, სესხების პროცენტის გაძვირებასა და საკრედიტო აქტივობის შენელებას გამოიწვევს. ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა.

„ნებისმიერი დამატებითი კაპიტალური მოთხოვნის შემოტანა აუცილებლად გამოიწვევს გაძვირებას. იმიტომ, რომ ეს შესაბამისად ფასებში უნდა აისახოს.

ნებისმიერი ტიპის სესხების რეფინანსირების გაზრდა ასევე იწვევს სესხების გაძვირებას, რადგან ზოგიერთ მომხმარებელს არ შეუძლია მაღალი პროცენტი გადაიხადოს. აქედან გამომდინარე, სესხების ზრდა ნელდება“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ბუფერის გაზრდას გეგმავს.

ახალი რეგულაციის მიზეზად სებ-ი რეგიონში და გლობალურ ეკონომიკაში არსებულ მაღალ გაურკვევლობას ასახელებს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის დაწესება ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციაა და ბოლო პერიოდში მსგავსი ინსტრუმენტი არაერთ ქვეყანაში ამოქმედდა.