LIVE

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Google-სთვის ჩივილს აპირებს

24 იან 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Google-სთვის ჩივილს აპირებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Google-ის წინააღმდეგ სარჩელის შესატანად ემზადება. ამის მიზეზი ციფრულ სარეკლამო ბაზარზე საძიებო გიგანტის დომინირებაა.

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე კვირის ბოლომდე შევა.

იუსტიციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას. Google-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

იუსტიციის დეპარტამენტი კომპანიას მონოპოლიური საქმიანობის შესახებ მეორედ უჩივის. Google არის ნომერ პირველი მოთამაშე აშშ-ის ციფრული რეკლამის $279 მილიარდიან ბაზარზე. ის აკონტროლებს უმეტესობას იმ ტექნოლოგიებიდან, რომლებიც გამოიყენება ონლაინრეკლამის შესაძენად, გაყიდვისა და მომსახურებისთვის.

კვლევითი კომპანია EMarketer-ის 2023 წლის შეფასებით, კომპანია ასევე ლიდერობს თითქმის $627-მილიარდიან გლობალურ ბაზარზე, სადაც აშშ-ის უდიდესი წილი უჭირავს.

Google-ის მტკიცებით, სარეკლამო ტექნოლოგიების ბაზარი კონკურენტუნარიანია და მის კონკურენტებს შორის არიან ისეთი მოთამაშეები, როგორიცაა Amazon.com, Meta Platforms და Microsoft.