
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 3 მლრდ 517 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავლებით რუსეთი ლიდერობს. იანვარი-დეკემბრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსმა მოგზაურებმა ქვეყანაში 891 მლნ დოლარი დახარჯეს. მეორე პოზიციაზე იყო თურქეთი 399.4 მლნ დოლარით.
2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
- რუსეთი - 891 მლნ დოლარი;
- თურქეთი - 399.4 მლნ დოლარი;
- ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი - 333 მლნ დოლარი;
- უკრაინა - 282.3 მლნ დოლარი;
- ისრაელი - 270.5 მლნ დოლარი;
- ბელარუსი - 244.2 მლნ დოლარი;
- საუდის არაბეთი - 159.8 მლნ დოლარი;
- სომხეთი - 156.1 მლნ დოლარი;
- აზერბაიჯანი - 100.4 მლნ დოლარი;
- ირანი - 91.1 მლნ დოლარი;
- დანარჩენი ქვეყნები - 589 მლნ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ არ ხდება მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებოდნენ.