LIVE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

18 იან 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 5910
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.31 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6695 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.79 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8983 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.