
თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს მიიღებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა. თანხა კი მოხმარდება თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და ესკალატორების განახლებას.
სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა, რომელიც საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
პროექტს თბილისის მერია, სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით განახორციელებს.