LIVE

ღარიბაშვილი დავოსში „კარფურის“ მფლობელი კომპანიის დირექტორს შეხვდა

17 იან 202313:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 415
ღარიბაშვილი დავოსში „კარფურის“ მფლობელი კომპანიის დირექტორს შეხვდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში „კარფურის“ მფლობელი კომპანიის, Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში ჰოლდინგის პორტფელის გაზრდა და არსებული ინვესტიციების დივერსიფიკაცია.

ღარიბაშვილის თქმით, Majid Al Futtaim Group-ი საქართველოში წარმატებით ოპერირებს და არსებული პორტფელის გაზრდის შემთხვევაში, ჰოლდინგს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ექნება.

ამასთან, შეხვედრაზე სასტუმროებისა და უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

Majid Al Futtaim-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰოლდინგია, რომელიც ფლობს და მართავს სავაჭრო ცენტრებსა და დასასვენებელ ობიექტებს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 17 ქვეყანაში. ჰოლდინგში 43 000 ადამიანია დასაქმებული. მისი შემოსავალი კი, 8.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოში Majid Al Futtaim-ი ჰიპერმარკეტ „კარფურის“ მფლობელია.

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გუშინ გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც დავოსში იმართება.