LIVE

2022 წელს ინდოეთში მილიარდერების რაოდენობა 166-მდე გაიზარდა

23 იან 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 350
2022 წელს ინდოეთში მილიარდერების რაოდენობა 166-მდე გაიზარდა

Oxfam-ის ახალი ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ინდოეთის უმდიდრესი ადამიანების 1% ქვეყნის მთლიანი სიმდიდრის 40.5%-ზე მეტს ფლობდა. 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 166-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2020 წელს ქვეყანაში 102 მილიარდერი იყო.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ინდოეთში ღარიბებს გადარჩენისთვის საჭირო ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი უჭირთ. სოციალური უთანასწორობის დაძლევის მიზნით საქველმოქმედო ორგანიზაციამ ინდოეთის ფინანსთა მინისტრს უკვე მოუწოდა, ულტრა მდიდრებს სიმდიდრის გადასახადი დააკისროს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ინდოეთის მილიარდერების მთელ სიმდიდრეზე 2%-იანი გადასახადი მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოსახლეობის კვების ხელშემწყობი იქნებოდა. სიმდიდრის 1%-იან გადასახადს კი შეუძლია დააფინანსოს ჯანმრთელობის ეროვნული მისია, 1,5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 100 ინდოელი მილიარდერის 2.5%-ით დაბეგვრა ან 10 ინდოელი მილიარდერის 5%-ით დაბეგვრა თითქმის მთელ თანხას დაფარავს, რაც საჭიროა დაახლოებით 150 მილიონი ბავშვის სკოლაში დასაბრუნებლად. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, გაუტამ ადანის (2022 წელს Bloomberg-ის სიმდიდრის ინდექსით იგი მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია) ქონება გაიზარდა 46%-ით, ხოლო ინდოეთის 100 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივმა ქონებამ 660 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ღარიბი და საშუალო ფენა უფრო მეტად იბეგრებოდა, ვიდრე მდიდრები.